ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


12 January 2017
საქართველოს უნივერსიტეტი საერთაშორისო მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის (CEEMAN) წევრი გახდა

საქართველოს უნივერსიტეტი საერთაშორისო მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის (CEEMAN) წევრი გახდა. CEEMAN არის მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია. იგი დაარსდა 1993 წელს და მისი მიზანია დააჩქაროს მართვის ხარისხის მენეჯმენტის განვითარება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

დღესდღეობით იგი აერთიანებს განათლების ხარისხით და ინოვაციებით დაინტერესებულ ინსტიტუტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი წევრებია ავტორიტეტული ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და ინსტიტუტები ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან, ლათინური ამერიკიდან, აფრიკიდან და აზიიდან.
CEEMAN ახორციელებს ბიზნეს სკოლების საერთაშორისო აკრედიტაციას; ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან.

აღსანიშნავია, რომ ამიერკავკასიის რეგიონში ამ ორგანიზაციის წევრის სტატუსი მხოლოდ რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელს აქვს, რაც მსოფლიო მასშტაბით უნივერსიტეტის აღიარებას კიდევ უფრო ზრდის.

საერთაშორისო მენეჯმენტის განვითარების ასოციაციიის Ceemanის ზაფხულის ჟურნალის გამოცემაში გამოქვეყნდა სტატია საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარებულ კიბერუსაფრთხოების ფესტივალთან და ასევე, უნივერსიტეტში დაფუძნებულ ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრთან დაკავშირებით.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა პირველ კიბერუსაფრთხოების ფესტივალსჩვენს ქვეყანაში, სადაც განიხილეს დარგში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

ჟურნალში ასევე გამოქვეყნებულია ინფორმაცია საქართველოს უნივერსიტეტის ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრთან დაკავშირებით და აღნიშნულია მისი მიზნებისა და მნიშვნელობის შესახებ. აღნიშნული სტატია იხილეთ ლინკზე: http://www.ceeman.org/docs/default-source/hc-presentations/ceeman-news-issue-84---summer-2017.pdf?sfvrsn=0






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი